უკრაინის რადამ რუსებისა და კოლაბორაციონისტების ქონების ნაციონალიზაციის შესახებ კანონი მიიღო 

უკრაინის რადამ  დაამტკიცა კანონი, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის მოქალაქეებისა და იმ უკრაინელების ქონების ნაციონალიზაციის წესს, რომლებიც საჯაროდ უარყოფენ რუსეთ-უკრაინის ომს. 

კანონპროექტს მხარი 305-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

კანონი შეეხებათ რუსეთის მოქალაქეებს და სხვა პირებს, რომლებიც შეიძლება არ არიან რუსეთის მოქალაქეები, მაგრამ აქვთ ახლო ურთიერთობა აგრესორთან, იურიდიულ პირებს (მათი ფილიალები, წარმომადგენლობები), რომლებიც მოქმედებენ უკრაინაში, მაგრამ რომელთა ბენეფიციარი რუსეთია და იურიდიულ პირებს უკრაინაში, რომლებშიც რუსეთი პირდაპირ ან ირიბად ფლობს კაპიტალში წილს, ან არის მისი დამფუძნებელი/ბენეფიციარი.

გარდა ამისა, კანონი შეიძლება გავრცელდეს იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, განურჩევლად მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილისა, რომლებიც საჯაროდ უარყოფენ ან მხარს უჭერენ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. 

შესაძლებელია იმ კომპანიებისა და მოქალაქეების საკუთრების ნაციონალიზაცია, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დროებით ოკუპაციას, რომლებმაც არ შეაჩერეს ეკონომიკური საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინაში საომარი მდგომარეობის პერიოდში. 

კანონის თანახმად, ნაციონალიზებული ქონება გამოიყენება “მომავალი რეპარაციებისთვის უკრაინის სასარგებლოდ, რომელიც ექვემდებარება აგრესიას რუსეთის ფედერაციის მხრიდან”.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ 

ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას 

ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს

Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ